რეგიონებში დამაჯერებლად პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები - ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 22:13 1629 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ''ქართული ოცნება'' 24 უბანში დამაჯერებლად იმარჯვებს - ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის არცერთი უბნის მონაცემი ჯერ დათვლილი არ არის.

''პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები, ეს არის მონაცემები 24 უბნიდან. თბილისის მონაცემები ჯერ-ჯერობით შემოსული არ არის. აქედან, 17 ანუ ყველაზე მეტი ბოლნისი, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის ოლქიდანაა. საბოლოოდ, რომ დაითვლიან,ბუნებრივია სრულ მონაცემებსაც გაგიზიარებთ, მაგრამ ტენდენცია არის აშკარა და გამოკვეთილი, რომ რეგიონებში დამაჯერებლად პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები. ქალაქების მონაცემები არ ვიცით. მეორე ტურები შეიძლება იყოს, მათ შორის გლდანშიც '' - განაცხადა კობახიძემ.

''ქართული ოცნების'' ლიდერს ჟურნალისტებმა ნიკა მელიაზე ჰკითხეს და დაინტერესდნენ ხომ არ ქონია ოპოზიციური პარტიის კანდიდატს მასთან კომუნიკაცია.

''ერთი საათი გავიდა არ დაურეკავს, რომ გაემარჯვა დარეკავდა. ის, რომ კაცი ყოფილიყო თავიდან იტყოდა რომ წაგების შემთხვევაში პოლიტიკიდან წავიდოდა, მაგრამ არ თქვა... იცოდა, რომ წააგებდა'' - ამბობს კობახიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში