აჭარაში ამომრჩევლების ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში დაფიქსირდა 

31 ოქტომბერი 2020, 22:34 3566 ნახვა

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ აჭარაში სამი მაჟორიტარული ოლქის 373-ვე უბანი დახურულია და დაწყებულია ხმის დათვლის პროცედურა. 

რეგიონში არჩევანი 186 182-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 59,12%-ია.

მოქალაქეების ყველაზე მაღალი აქტივობა - 71,9% დაფიქსირდა ქედის ოლქში.

ამომრჩევლების აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:

ბათუმის ოლქი: 81 222 ამომრჩეველი - 55,14%

ქობულეთის ოლქი - 43 186 - 60,9%

ხელვაჩაურის ოლქი - 25 402 ამომრჩეველი - 60,9%

შუახევის ოლქი - 10 057 ამომრჩეველი - 66,53%

ქედის ოლქი - 11 304 ამომრჩეველი - 71,9%

ხულოს ოლქი - 15 011 ამომრჩეველი - 61,96%

უსკოს ინფორმაციით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დაწერილია დაახლოებით 40 საჩივარი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში