ბათუმის 53-ე უბანზე 28 ბიულეტენით მეტი აღმოაჩინეს

01 ნოემბერი 2020, 12:03 1437 ნახვა

ხმაური იყო ბათუმის 53-ე საარჩევნო უბანზე. აქ ამ დრომდე არ დაწერილა შემაჯამებელი ოქმი.კომისიის წევრები, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ბიულეტინის რამდენჯერმე გადათვლა მოუწიათ. 53-ე საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა, რომ მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით 28 ბიულეტენით
მეტი დაფიქსირდა. კომისიის წევრი, ლიანა არველაძე ამბობს, რომ შეცდომა ჩანაწერთა წიგნში მოუვიდათ. "ნაციონალური მოძრაობიდან" უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კომისიის წევრმა, კახა ჯაიანმა აღნიშნული გააპროტესტა და თქვა, რომ ხმებს უკვე მეექვსედ ითვლიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში