„ქართული ოცნება'' - 46.68%, გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’ - 34.28% - უსკოს წინასწარი მონაცემები

01 ნოემბერი 2020, 14:40 1717 ნახვა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ​უსკოს ვებგვერდზე უკვე ატვირთულია 292 შემაჯამებელი ოქმი. დათვლილია 155 უბანი, დასათვლელია 218 უბნის მონაცემი.

პირველადი წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ლიდერობს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,“ რომელმაც ხმების 46.68% მიიღო. მეორე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი: ,,ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’ ხმების 34.28% - ით.

5%-იანი ბარიერი წინასწარი მონაცემებით ვერ გადალახა ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ.

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, 12:00 საათისათვის არსებული შედეგები ასე გამოიყურება:

ბათუმის ოლქი - ტიტე აროშიძე - 42, 43%, გიორგი კირთაძე - 34,61%;

ქობულეთის ოლქი - ცოტნე ანანიძე - 50,98%, ელგუჯა ბაგრატიონი -36,08%

ხულოს ოლქი - ფრიდონ ფუტკარაძე - 52,86%, გია აბულაძე - 29,11%

უსკოს ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნების აქტივობამ შეადგინა 59,12 პროცენტი. თუ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში უმაღლესი საბჭოს წევრი ვერ აირჩა, (ანუ ვერ აიღო 50+1 ხმა) ტარდება მეორე ტური. მეორე ტური იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს და დაინიშნება უსკოს მიერ განკარგულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში