არჩევნები 2020 - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება

02 ნოემბერი 2020, 12:06 963 ნახვა

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო  არჩევნებს ევროკავშირი ეხმაურება. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადებით არჩევნების პირველი ტური განახლებული საარჩევნო სისტემით და ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობით ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო რთული პირობები იყო შექმნილი.

საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ ერთობლივი მოხსენების თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

თუმცა, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა  ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში