ოპოზიციას ათასობით ხმა აქვს დაკარგული - გიორგი კირთაძე

02 ნოემბერი 2020, 15:03 1608 ნახვა

"არჩევნების გასაყალბებლად ''ქართულმა ოცნებამ'' ყველა მეთოდი გამოიყენა" - ამბობს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთი ლიდერი. 

გიორგი კირთაძემ დღეს ბრიფინგი პარტიის საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად გამართა. თქვა, რომ აღნიშნულ პირებს უბნის თავმჯდომარეები ურეკავდნენ და სთხოვდნენ ე.წ. ჩასწორებულ ოქმებზე ხელი მოუწერათ.

კირთაძის განცხადებით ოპოზიციას ათასობით ხმა აქვს დაკარგული. ბათუმში მისი მტკიცებით 9 676 ხმა გაბათილდა.  დაკარგულია8 170 ბიულეტენი.

გიორგი კირთაძე კომისიის თავმჯდომარეებს მიმართავს, რომ კომისიის წევრებს აღარ დაურეკონ, რადგან ისინი ოქმებს ხელს არ მოაწერენ.

''არჩევნების დღეს ''ქართულმა ოცნებამ'' გამოიყენა ყველა მეთოდი გასაყალბებლად. ეს  იყო კარუსელების ტრიალი, მოსყიდვა დაშინება და ა.შ. რვა საათზე უბნების დახურვის შემდეგ ''ქართულმა ოცნებამ'' გააგრძელა არჩევნების გაყალბება და ამის შედეგი იყო, რომ მეორე დღეს შუადღეზე ითვლებოდა უბნებზე ხმები და ოქმები როდის დაიწერა ყველამ კარგად იცით. 

დღესაც ამ წუთებშიც, როდესაც უსკომ უკვე გამოაცხადა ვინ რამდენი ხმა მიიღო და თქვა, რომ ყველა უბანი დათვალა, ახლაც საოლქო კომისია იბარებს ჩვენს კომისიის წევრებს და სთხოვს, რომ ხელი მოუწერონ ე.წ.  შესწორებულ ოქმებს. 

121 უბანი იყო ბათუმში სპეცუბნების ჩათვლით და აქედან მხოლოდ 99 ოქმის გავლა მოვასწარით და მოსული ამომრჩევლებიდან ბათილად მიჩნეულია 9676 ბიულეტენი. დაკარგულია უამრავი ბიულეტენი, დაახლოებით 8170. ეს ნიშნავს რომ ხმები მოპარეს'' - განაცხადა კირთაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში