უარს ვაცხადებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე, ის ამომრჩევლის ნებას არ ასახავს - გაერთიანებული ოპოზიცია

02 ნოემბერი 2020, 15:06 2227 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, მანდატებზე აურს ამბობენ და აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები მოქალაქეების ნებას არ ასახავს. ისინი აქციებს აანონსებენ და აცხადებენ, რომ ხმების დასაცავად ხვალ 17:00 საათიდან აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბებიან. 

''უარს ვაცხადებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს იმ მანდატებზე, რომელიც ხელისუფლებამ გადმოგვცა, მაგრამ რეალურად ამომრჩევლის ნებას  არ ასახავს. 

31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, ეს საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახა და დოკუმენტურადაც დასტურდება. ეს არი იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია. ამას უმკაცრესი და აურყოფითი შეფასებები მიეცა საერთაშორისო დამკვირვებლებისა და  ანგარიშგასაწევი არასამთავრობო ორგანიზაციების  მხრიდან, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ. 

აჭარის  არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა  180  302-მა მოქალაქემ, ამ ტოტალური გაყალბების ფონზე კი 97 615 ხმა მიიღო ოპოზიციამ. თითქმის  15 000 ხმით მეტი ვიდრე ''ქართულმა ოცნებამ''. 

სახელისუფლებო პარტიამ კი ყოველგვარი ნორმების დარღვევით ორჯერ მეტი მანდატი მიითვისა, ვიდრე  მიიღო ოპოზიციამ. 

გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის  ნებას, დარღვეულია ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება, უმრავლესობამ აირჩიოს ხელისუფლება. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ჩვენს მხარდამჭერებთან გავლილი კონსულტაციების შედეგად მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება'' - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში