საარჩევნო ნიუანსები აჭარაში

02 ნოემბერი 2020, 20:44 1589 ნახვა

გუშინ საღამოს, მას შემდეგ რაც ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქში ხმების დათვლა დასრულდა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცოტნე ანანიძეს ზუსტად ხმების  50 პროცენტი ჰქონდა, ხოლო მისი  მთავარი კონკურენტი    გაერთიანებული ოპოზიციიდან ელგუჯა ბაგრატიონი, მეორე ადგილზე იყო 36.57 %  პროცენტით. თუმცა დღეს უმაღლესი საარჩევნო კომიისსი  ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ანანიძეს 0.5 პროცენტი დაახლოებით 22 ხმა  დაემატა და  ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქში  არჩევნები მოიგო.  ქობულეთის 29- მაჟორიტარული ოლქის თავმჯდომარის განმარტებით, ტექნიკური ხასიათის შეცდომა დაფიქსირდა მე-7 და 10-ე საარჩევნო უბანზე. გელა ხახნელიძე  მდივნის უყურადღებობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხმები კანდიდატებს არასწორად მიაწერა, მას შედეგ რაც ოლქმა  შეცდომები განიხლა, შედგა ჩასწორების ოქმი,რომელსაც ხელს    ოპოზიციის წარმომადგენელი კომისიის წევრებიც აწერენ.. ელგუჯა ბაგრატიონი კი  არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს.  ქართული-ოცნების  მაჟორიტარობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურის შემთხვევაშიც   გაიმარჯვვებდა. ცოტნე ანანიძე  არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს, უსაფუძვლოდ თვლის და  საერთაშორისო სადამკვირვებლო  ორგანიზაციების ანგარიშებზე ყურადღების გამახვილებას ურჩევს

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში