აჭარის უმაღლეს საბჭოში "უსკოს" მონაცემებით, მანდატების უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო

02 ნოემბერი 2020, 21:49 1432 ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ხმის დათვლის პროცესი დაასრულა.

ამ დროისთვის პროპორციულ არჩევნებში 45%-ით ქართული ოცნება ლიდერობს.

უსკოს მიერ, განახლებული მონაცემებით, ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 45.86%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“ - 33.95%
  • ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 2.85%
  • დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 3.29%
  • ლელო-მამუკა ხაზარაძე - 3.05%
  • გირჩი - 1.67%
  • ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა 1.04%

დათვლილია ყველა, 373 უბანი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში