ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს. გვიან ღამემდე გაგრძელდა აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან. ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტს ყოველდღიური სახე ექნება, კვირას კი მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.
აქციის მონაწილეების თქმით, საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ისინი ხმების დათმობას არ აპირებენ.