ბათუმში ოპოზიცია აქციებს აანონსებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

03 ნოემბერი 2020, 14:13 1261 ნახვა

ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციებს აანონსებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. პარტიის ლიდერები დღეს ''ლელოს'' ოფისში რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.  შეიქმნა საკოორდინაციო საბჭოც, რომელშიც ოპოზციური პარტიის თითო წარმომადგენელი შევიდა. 

კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ 17:00 საათზე აჭარის მთავრობის სახლთან აქცია დაიწყება.

''ბათუმში იწყება საპროტესტო მძლავრი მოძრაობა. ჩვენ არ მივცემთ, ბიძინა ივანიშვილს, ხალხს წაართვას სამართლიანი არჩევნების ჩატარების უფლება, ვითხოვთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებს. ეს პროცესი იქნება მზარდი და მანამ გაგრძელდება, სანამ საზოგადოების მოთხოვნა არ შესრულდება'' - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერის, ლევან ვარშალომიძის განცხადებით, -''ივანიშვილმა შელახა მოქალაქეების ღირსება. ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ თითოეული მოქალაქის ხმა. მოთხოვნა არის - ახალი არჩევნების ჩატარება'' - უთხრა ჟურნალისტებს ლევან ვარშალომიძემ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები უარს ამბობენ მანდატებზე. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში