2020 წლის არჩევნები ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო-არასამთავრობოები

04 ნოემბერი 2020, 14:42 1340 ნახვა

არასამთავრობო სექტორის აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და მათი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო.  აღნიშნულის შესახებ საუბარია 24-ი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ  გამოქვეყნებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით პრობლემას წარმოადგენდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნება, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკის გაუარესებად უნდა შეფასდეს. განცხადებაში ასევე წერია, რომ  პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებამ საზოგადოებაში ხმების სამართლიანი დათვლის შესახებ კითხვები გააჩინა. ეს კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ  აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი.   არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში