დაპირისპირება ნიკა მელიასა და სამართალდამცველებს შორის

04 ნოემბერი 2020, 18:57 3002 ნახვა

„ფორმა უნდა გაიხადო და კვირას დადგე აქციაზე ხალხთან ერთად, იმიტომ, რომ ეს ხალხი არ გაპატიებს, იმას რაც შენ გააკეთე“, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საპატრულო პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსს დავით მჟავიას. გლდანში, ახმეტელის მეტროსთან ნიკა მელისა და დავით მჟავიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას წინ ინციდენტი უძღოდა, რა დროსაც ნიკა მელიასთან მივიდა ერთ-ერთი მოქალაქე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მელია გაერთიანებული ოპოზიციის წევრებთან ერთად მოსახლეობას ფლაერებს ურიგებდა, რითაც კვირას, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა.  აღნიშნული მოქალაქე  პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა, თუმცა კამათი უკვე მელიასა და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსს, დავით მჟავიას შორის გაგრძელდა. ახმეტელის მეტროსთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციის წევრებმა ნიკა მელიას შტაბში გადაინაცვლ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში