ბათუმში აქცია დასრულდა და აჭარის სოფლებში გადავინაცვლებთ - გაერთიანებული ოპოზიცია

05 ნოემბერი 2020, 00:46 2224 ნახვა

აჭარის მთავრობასთან გაერთიანებულმა ოპოზიციამ საგაგებო განცხადება გააკეთა. ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ოპოზიცია სტრატეგიას ცვლის.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ისინი აჭარის მთავრობასთან აქციებს დროებით წყვეტენ, რეგიონის მასშტაბით მოსახლეობის მობილიზებას იწყებენ და 8 ნოემბერს ფართომასშტაბიანი აქციისთვის მოემზადებიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში