ცესკო - საოლქო კომისიებს სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე უწევთ

05 ნოემბერი 2020, 14:55 728 ნახვა

„საარჩევნო კომისიებს საჩივრების განხილვა და სხდომების ჩატარება ზეწოლის ქვეშ უწევთ და არაუფლებამოსილ პირებს აქვთ მცდელობა სხდომაზე შეჭრის“ -  აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

კომისიის შეფასებით, მიუხედავად იმისა რომ არჩევნებში ჩართულმა მხარეებმა იციან, ვის აქვს უფლება საჩივრების განხილვაზე დასწრებისა და გასაჩივრების პროცედურების შესახებ, ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესების ჩაშლას და ავრცელებენ არასწორ ინფორმაციებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში