ოპოზიცია ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მისვლას და გაპროტესტებას გეგმავს

05 ნოემბერი 2020, 17:49 1482 ნახვა

,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ წევრების ინფორმაციით, ქუთაისის #59 საოლქო კომისიის მიერ საჩივრების განხილვა გადადო. მათი თქმით, საოლქო კომისიამ 2020 წლის არჩევნებზე შემოსული საჩივრების ნაწილი განიხილა, ნაწილის განხილვა კი უვადოდ გადადო.

,,დღეს იყო ბოლო ვადა, მაგრამ გვითხრეს, რომ სხდომა არაა ჩანიშნული. ეს იმიტომ ხდება, რომ არჩევნები გაყალბდა. ოქმებში ბალანსის დასმა უჭირთ. არჩევნების შედეგი ხელითაა გადაწერილი. მივმართავთ საოლქო კომისიის წევრებს, ნუ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მათ სისხლის სამართლის დანაშაულის თანამონაწილედ აქცევს’’,- ამბობს ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ერთ-ერთი ლიდერი გია თევდორაძე.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 31-დან დღემდე საოლქო კომისიაში 44 საჩივარია შესული, მათგან 15 არ დაკმაყოფილდა, გაითხოვეს 3, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2, დაკმაყოფილდა 1, განუხილველი დარჩა 17. დარჩენილ 6 საჩივარზე კი დღეს იმსჯელებენ.

რაც შეეხება იმას, რატომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხდომა გადაიდო, საოლქო კომისიის ინფორმაციით, იმ დროისთვის არ იყო გადაწყვეტილი სხდომა ჩატარდებოდა თუ არა. დარჩენილ 6 საჩივარზე დღეს იმსჯელებენ. სხდომა 7 საათზეა ჩანიშნული.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიცის წარმომადგენლები მისვლას და პროტესტს გეგმავენ. მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგი არალეგიტიმურია, ოლქებში კი კვლავ გრძელდება არჩევნებს გაყალბება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში