ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

05 ნოემბერი 2020, 19:13 1288 ნახვა

ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაურია. ოპოზიცია კომისიის შენობაში შესვლას ითხოვს, რის უფლებას სამართალდამცავები არ აძლევენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია დაიძაბა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა, აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას ცდილობენ.

ოპოზიციის მტკიცებით საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების გაყალბებას აგრძელებს და არ აპირებს უბნების გადათვლას.

რამდენიმე წუთში კომისიის სხდომა დაიწყება სადაც დარჩენილ 6 საჩივართან დაკავშირებით იმსჯელებენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში