ნაცმოძრაობის მორიგი სიცრუე მე-19 უბანზეც გამოაშკარავდა - ლადო მგალობლიშვილი

06 ნოემბერი 2020, 01:55 1342 ნახვა

ლადო მგალობლიშვილი პირად ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც მე-19 უბნის ოქმის შედეგებს ეხმაურება.

მისივე თქმით, ნაცმოძრაობის მორიგი სიცრუე და ცილისწამება გამოაშკარავდა.


"ნაცმოძრაობის მორიგი სიცრუე და ცილისწამება გამოაშკარავდა... არასამთავრობოების თანდასწრებით მოხდა საქართველოში ყველაზე "გაყალბებული" და "სკანდალური" ბათუმის მე-19 უბნის გადათვლა. გადათვლის შედეგად ყველა პარტიის მონაცემი აღმოჩნდა ზუსტი.

მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰქონდა დაკლებული 13 ხმა აჭარის პროპორციულზე. ამ უბანზე შეცდომით 4 ოქმის მონაცემები დაჯამებული იქნა ერთ ოქმში. დაპაკეტებული დალუქული მონაცემები სრულად დაემთხვა ოქმების ჯამს.

პ.ს იმედია ბოდიშს მოიხდის ყველა ის ადამიანი ვინც ამ უბანზე ავრცელებდა დეზინფორმაციას სკანდალური გაყალბების შესახებ. ყოველი გადათვლის შედეგად ნაცმოძრაობის ტყუილები საპნის ბუშტივით სკდება" - წერს ლადო მგალობლიშვილი.


შეგახსენებთ, საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-19 უბნის შედეგები ხელმეორედ გადაითვალეს. რის შედეგადაც გაირკვა, რომ თითქმის ყველა პარტიისათვის მიცემული ხმების რაოდენობა არასწორად იყო ასახული.

ასევე შემაჯამებელ ოქმში ფიქსირდებოდა ხარვეზი და ამომრჩეველთა რაოდენობა არასწორად იყო მითითებული, რაც საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, შეფასდა ტექნიკურ შეცდომად და მე-19 უბნის თავმჯდომარესა და მდივანს მიეცა გაფრთხილება.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში