მზადება 8 ნოემბრის აქციისთვის - თბილისის ქუჩებში უკვე ერთ საათზე მეტია სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, ისინი კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ტოტალურად გაყალბდა არჩევნები. ავტოკოლონების მსვლელობა იმართება თბილისის სხვავადასხვა უბანში.
საბოლოო ლოკაცია კი ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეა, სადაც, მათი თქმით, ქართული ოცნების დამფუძნებელს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ მან საზოგადოებას ხმები მოჰპარა.