ხელვაჩაურის ოლქში 52 საჩივარი განიხილეს

06 ნოემბერი 2020, 10:59 874 ნახვა

ხელვაჩაურის 83-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 52 საჩივარი განიხილეს,რომელთა ძირითადი ნაწილი შემაჯამებელ ომებში არსებულ ხარვეზებსა და ბალანსთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა. ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, არც ერთ საჩივარს კენჭისყრის პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.

უბნებზე კი სადაც რიგი პრობლემები დაფიქსირდა, დისციპლინური პასუხისმგებლობა კომისიის მდივნებს დაეკისრათ. სამართლიანი არჩევნების საჩივრის საფუძველზე თავიდან დათვალეს ერთ-ერთ უბნის ხმები, თუმცა ვინაიდან შესწორების ოქმში არსებული ბალანსი დაემთხვა, ამ უბნის ბათილობა დღის წესრიგში არ დამდგარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში