ნაც. მოძრაობის ფეიკ დღის წესრიგი, რომელიც აგებული იყო ე.წ. გაყალბებულ ოქმებზე არ დასტურდება - თორნიკე რიჟვაძე

06 ნოემბერი 2020, 15:39 2010 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, 19-ე ოლქში, სადაც ხმები გადაითვალეს ''ქართულმა ოცნებამ'' ოქმში მითითებულზე მეტი ხმა მიიღო. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ფეიკ დღის წესრიგი, რომელიც აგებული იყო ე.წ. გაყალბებულ ოქმებზე, არანაირად არ დასტურდება.

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოსი წარმოდგენილი იქნება ორი პოლიტიკური სუბიექტი, მანდატების უმრავლესობით ''ქართული ოცნება'' და უმცირესობით ნაც-მოძრაობა. მისივე თქმით, ''ქართულმა ოცნებამ'' მიიღო ხმათა უმრავლესობა და არც მთავრობის ფორმირების ნაწილში სხვა ძალა არ სჭირდებათ. 

"ქვეყნის მასშტაბით და ასევე აჭარაშიც საოლქო და საუბნო კომისიებმა დაასრულა ყველა ძირითადი საჩივრის განხილვა და დამთავრების შედეგად, რომელშიც მათ შორის მონაწილეობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტიის ხმები მცირედით გაუმჯობესდა. 

მე მაგალითისთვის ხელთა მაქვს 19-ე უბნის ოქმი, რომელიც შესწორების შედეგად გამოიკვეთა, რომ მმართველმა პარტიამ პირველად ოქმებში დადასტურებულზე მეტი ხმა მიიღო. ის ტენდენცია, რაც არის ამ შესწორებების შედეგად არის ის, რომ არცერთი ხმა არ დაკარგულა და შესაბამისად გადანაწილდა ისე როგორც ამომრჩევლების ნება იყო. 

მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ის მიმდინარე პროცესი, რომელიც მათ შორის ბათუმში ხდება. ეხება დესტრუქციულ დღის წესრიგს, რომელსაც ნაციონალურმა მოძრაობა ავითარებს და შეიამხანაგეს რამდენიმე არაკვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტი. თქვენ იცით, რომ ქართულმა ოცნებამ, თავისივე ინიციატივით აჭარაში უმაღლეს საბჭოს ცვლილებებით, შეამცირა მაჟორიტარების რაოდენობა,  გაანახევრა და ამ მონაცემებით, ამ შედეგებით პროპორციულ სიაში მიიღო მანდატების უმრავლესობა. უკვე მოვიგეთ ერთი მაჟოტირალური ოლქი ქობულეთში, ვემზადებით 2 მანდატის დამატებისთვის მეორე ტურებში.  

რაც შეეხება სხვა პოლიტიკური სუბიექტების განაცხადს, თითქოს ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, სადღაც თმობენ მანდატს და ჯამში, ის კონკრეტული ხაზი, რომელსაც ავითარებენ, რომ თითქოს მეტი ხმა მიიღეს ეს არის კიდევ ერთხელ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მანიპულაცია, რომ რამენაირად არჩევნების და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია. ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმათა უმრავლესობა, მანდატების უმრავლესობა და შესაბამისად, არც უმაღლეს საბჭოს ნაწილში და არც მთავრობის ფორმირების ნაწილში, ჩვენ სხვა ძალა არ გვჭირდება თუმცა ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური კონსტრუქციოლუბისკენ'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაიცვან ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები, ვინაიდან რეგიონში განსაკუთრებით მძიმე ეპიდვითარებაა. 

''ყოველდღიურ რეჟიმში ისმის მოწოდებები დესტრუქციისკენ, ასევე გეგმავენ გაურკვეველ აქციებს, ამ შემთხვევაში როგორც ადრე, ასევე დღესაც და მომავალშიც გარანტირებული იქნება თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა კანონმდებლობის ჩარჩოში. კონკრეტულ ძალებს და ქუჩის აქციებში მონაწილე ადამიანებს მინდა მოვუწოდო და უმორჩილესად ვთხოვო, რომ დაიცვან ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები, ვინაიდან რეგიონში, ქალაქში გვაქვს განსაკუთრებით მძიმე ეპიდვითარება, ყოველდღიურ რეჟიმში ვართ, ზღვარზე, როგორც ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების, ასევე ვართ, ზღვარზე ლეტალობის და სიკვდილიანობის ნაწილში.

ამიტომ, რა თქმა უნდა ყველა მოქალაქის და ადამიანის გადასაწყვეტია ვინ რომელ აქციაში, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ვთხოვ და მოვუწოდებ, რომ მაქსიმალრად დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც ეხება პირბადეს, რაც ეხება დისტანციის დაცვას. ჩვენ არავითარი პრობლემა არ გვაქვს, არც ქუჩის აქციებთან და არც სხვა ნებისმიერ გამოხატვასთან მოქალაქეების უფლებების, თუმცა კიდევ ერთხელ პატივი ვცეთ სხვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და არ დავაყენოთ რისკის ქვეშ ეს ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიები ამ ყველაფერსაც იყენებენ სათავისოდ. მათთვის სულერთია და ადამიანის სიცოცხლეს დიდი ფასი არ აქვს'' - განაცხადა რიჟვაძემ. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში