საპროტესტო აქციები ეპიდ-რისკებს ზრდის

06 ნოემბერი 2020, 20:11 1540 ნახვა

გართულებული ეპიდემიური ვითარების ფონზე, სახალხო დამცველმა  ხელისუფლებას პრევენციული ღონისძიებების ეფექტური აღსრულებისკენ, ოპოზიციას კი საპროტესტო აქციების ორგანიზებისას ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესისა და შეზღუდვის დაცვისკენ მოუწოდა. ოპოზიცია ხელისუფლების პროპაგანდისტულ მესიჯად აფასებს იმას, რომ თითქოს აქციამ შეიძლება კორონავირუსის გავრცელება  გამოიწვიოს. მასობრივი შეკრება საფრთხის შემცველია, თუმცა ამასთანავე ის მოქალაქეთა ნებას გამოხატავს, სწორედ ამიტომ ეპიდემიოლოგები მოსახლეობას პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებენ

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში