ვის ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა?

07 ნოემბერი 2020, 11:12 1147 ნახვა

ამიერიდან კოვიდ სასტუმრო იქნება შუალედური რგოლი ბინასა და სამედიცინო დაწესებულებას შორის. დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური საბჭოს წევრებს შეხვდა. მხარეებმა იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლის წინაშეც დღეს ჯანდაცვის სექტორი დგას.

გადაწყდა, რომ სასტუმროში მოთავსებულ კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებსა და ბინაზე მყოფ პაციენტებს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ: სისხლის საერთო ანალიზი, დ-დიმერი და სატურაციის განსაზღვრა.

სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული გამოკვლევებით ბინაზე და სასტუმროში დატოვებული პაციენტების მოვლა გაუმჯობესდება. საქართველოს მასშტაბით, ყველა მესამე და მეოთხე ემერჯენსის ლიცენზიის მქონე კლინიკა კოვიდ ინფიცირებულებსა და ცხელების მქონე პაციენტებს მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში