დღეს თბილისსა და ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სამ საათზე შეიკრიბებიან. ბათუმში კი იგივე დროს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. ისინი არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უკვე ერთი კვირაა, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა მასშტაბის აქციებით უწყვეტად აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგს.