აქცია ბათუმში თბილისის პარალელურად გაიმართება

08 ნოემბერი 2020, 12:06 943 ნახვა

არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციური პარტია არალეგიტიმურად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ კიდევ 3 ნოემბერს მოაწერეს ხელი ერთობლივ განცხადებას, პირობა დადეს, რომ არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და არ აპირებენ მიღებული მანდატებით სარგებლობას. პოლიტიკურმა ძალებმა დაადასტურეს ისიც, რომ შეთანხმებული ბოიკოტი თავისთავად გამორიცხავდა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში. ქუჩის აქციების ფონზე, ასეთ პოზიციას დღემდე ინარჩუნებს ყველა ის პარტია თუ ბლოკი, რომელმაც, ცესკოს მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა და სადეპუტატო მანდატები მოიპოვა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში