ეკონომიკის მინისტრი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის ანგარიშზე

08 ნოემბერი 2020, 12:10 1160 ნახვა

„ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენლობამ თავის ბოლო ანგარიშში აღნიშნა ის დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აშშ სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის მიერ მომზადებული წლის შემაჯამებელ ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგად აშშ-სთან არსებული ვაჭრობის პრეფერენციული რეჟიმი შეინარჩუნა. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სამუშაო და მიღებული შედეგი იძლევა დამაჯერებელი ვარაუდის საფუძველს, რომ ეს არის ძალიან კარგი წინაპირობა იმისათვის, რომ საქართველომ არა მარტო შეინარჩუნოს  სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით მოსარგებლე ქვეყნის სტატუსი, არამედ დაიწყოს ახალი ეტაპი აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში