დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქცია ამ წუთებში იწყება. პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. მთავარი მოთხოვნა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და ხელახალი არჩევნებია. მანამდე ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. პარტიებმა სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყეს მსვლელობა და ბოლო ლოკაცია პარლამენტის შენობაა. მსვლელობები გაიმართა რეგიონებიდანაც.