ოპოზიციის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

08 ნოემბერი 2020, 20:03 1254 ნახვა

ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული დრო იწურება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენება, ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. - ეს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების მთავარი მოთხოვნებია. საპროტეტსტო აქცია რამდენიმე საათია თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს. გამომსვლელებმა არაერთი ფრაზა გააჟღერეს, მათ შორის ის, რომ „ვარდების რევოლუციის თაობა“ სიყალბეს არასდროს მიიღებს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ოპოზიცია სხვა სტრატეგიას გააჟღერებს. შესაბამისად უცნობია რას მოიმოქმედებს ოპოზიცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში