“ოპოზიციამ ვერ მოახერხა სათანადო რაოდენობის ადამიანების შეკრება” - ირაკლი კობახიძე

08 ნოემბერი 2020, 21:23 1061 ნახვა

ის პროცესები, რაც დღეს წარიმართა, ვგულისხმობ, იმას, რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხა სათანადო რაოდენობის ადამიანების შეკრება, ბუნებრივია, დამატებით შეუწყობს ხელს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი პარტია შემოვა საქართველოს პარლამენტში“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ეს შეუწყობს ხელს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი პარტია შემოვა საქართველოს პარლამენტში. ეს სჭირდება არ „ქართულ ოცნებასა“ და საქართველოს ხელისუფლებას, ეს სჭირდება ქართველ ხალხსა და ქართულ დემოკრატიას. მრავალპარტიული პარლამენტი არის იმ პროცესის შედეგი, რომელიც უკავშირდებოდა საარჩევნო სისტემის რეფორმას, შეგახსენებთ, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სერიოზული ძალისხმევის შედეგია. ეს სჭირდება ქართულ დემოკრატიას“ - აცხადებს კობახიძე.

მანვე განმარტა, რომ აქციაზე პიკის დროს 3 ათასი ადამიანი იყო რაც 2500 კაცამდე შემცირდა და რომ ეს იყო აქციის მონაწილეთა რეალური რაოდენობა.

“ქართველმა ხალხმა მყარად დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა არჩევნების იმ შედეგების მიმართ რომელიც დაფიქსირდა 31 ოქტომბერს, როდესაც მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას და იმ კურსს, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული ეს არის ჩვენი დასავლური კურსი, განვითარების კურსი, ეს არის მშვიდობის და სტაბილურობის კურსი” - ირაკლი კობახიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში