“ჯანმრთელობის დაცვას ღირსების დაცვა მირჩევნია” - მურმან დუმბაძე

08 ნოემბერი 2020, 22:19 3035 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, მურმან დუმბაძე ამბობს, რომ  ხვალინდელ შეზღუდვებს არ დაემორჩილება. 

მისივე თქმით, "კომენდანტის საათი" ხელს ვერ შეუშლის მათ შეკრებას.

"მთავრობის მიერ დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები კერძოდ ხვალიდან გადაადგილების აკრძალვა 22 საათიდან ხელს ვერ შეუშლის ჩვენს მოთხოვნას და აქციებს. ჯანმრთელობის დაცვას, ღირსების დაცვა მირჩევნია. აქციები გაგრძელდება მანამ სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები" - აცხადებს მურმან დუმბაძე.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში