საპროტესტო აქცია პარლამენტთან - თბილისი

09 ნოემბერი 2020, 20:13 1180 ნახვა

ოპოზიციის აქციის მე-2 დღე. პარლამენტთან დადგმული ტრიბუნიდან პოლიტიკური განცხადებები ისმის. 2 საათში კი ქვეყნის 7 ქალაქში გადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედდება. შესაბამისი ცვლილებები უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. ხელისუფლების ოპონენტების გეგმა კი კვლავ მწვავე პროტესტია. დიალოგის წინააღმდეგი არც ერთი მხარეა, თუმცა მთავარი მათთვის სწორად შერჩეული მოლაპარაკების თემაა.

ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამასთანავე ძალაშია „ცესკოს“ თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა. ვინ იქნება კონსტრუქციული და ვინ დესტრუქციული ამას მოლაპარაკებები გამოაჩენს. რუსთაველზე გამოჩენამდე პოლიტიკური ლიდერებმა შიდა კონსულტაციები „ლელოს“ ოფისში გამართეს.

როგორ გაგრძელდება პროტესტი იქამდე ვიდრე არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები? ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა უნდა გააჟღეროს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში