მე არ დავემორჩილები პოლიტიკურ მედიკოსებს და მედიცინას - ლევან ანთაძე

09 ნოემბერი 2020, 19:32 2373 ნახვა

''მე არ დავემორჩილები პოლიტიკურ მედიკოსებს და მედიცინას'' - ამ სიტყვებით მიმართა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთმა ლიდერმა, აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილებს.

ლევან ანთაძემ განაცხადა, რომ მშვიდობიანი ფორმით ბრძოლა გრძელდება, ისინი თითოეულ ხმას დაიცავენ და უკან დახევას არ აპირებენ. 

''არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ კომენდანტის საათს მე პირადად არ ვცნობ. მითუმეტეს ეს სამედიცინო ღონისძიება ნამდვილად არ არის და ამაზე მთელი მოსახლეობა შეთანხმებულია. ეს არის პოლიტიკური ღონისძიება. ტესტების რაოდენობა გაზარდეს, რომ შემაშინებელი ციფრები დაედოთ, თუმცა ასეთი ვითარებაა სექტემბრიდან მოყოლებული. მზადება იყო ნული და მხოლოდ თვითკმაყოფილებაზე იყვნენ გადასულები'' - განაცხადა დღეს აჭარის მაუწყებელთან საუბრისას  ევან ანთაძემ. 

საპროტესტო აქცია ბათუმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომენდანტის საათის დაწესებას პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან კორონავირუსის შეჩერება მხოლოდ ღამით გადაადგილების აკრძალვით ლოგიკას მოკლებულია.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, გეგმავენ  შეზღუდვების მიუხედავად აქციაზე დარჩნენ. მათი ნაწილი გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში მთავრობის სახლთან გაშლილ კარვებსა და სცენაზე იყვნენ. 

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში