საპროტესტო აქცია დაწესებული შეზღუდვების პარალელურად

10 ნოემბერი 2020, 11:44 740 ნახვა

დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთელი ღამე პარლამენტის შენობის წინ გაატარა. მათ შორის იმყოფებოდნენ ოპოზიციის ლიდერებიც და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ხელისუფლების დადგენილება შეზღუდვების დაწესების შესახებ უკანონოა და ისინი დამორჩილებას არ აპირებენ. აქცია რუსთაველის გამზირზე დილით 5 საათამდე გაგრძელდა. ოპოზიციის წევრების განცხადებით,  აქციაზე შეკრება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, შეზღუდვების ამოქმედება და მოქალაქეთა დაჯარიმება კი ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. გუშინ ოპოზიციის მოქმედების უახლოესი გეგმა გახდა ცნობილი. შემდეგი მასშტაბური საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე შაბათს, 15:00 საათზე გაიმართება. თუმცა მანამდე მოქალაქთა ნაწილი პარლამენტთან მაინც შეიკრიბება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში