49 უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობა აღმოჩნდა უფრო ნაკლები, ვიდრე ყუთში ბიულეტენები - ენმ

10 ნოემბერი 2020, 15:01 1184 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების დროს ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 25 000-ზე მეტი და გამქრალი და დაკარგული ბიულეტენების კი 5637. მისი თქმით, სპეციალურ უბნებზე მითითებულ ამომრჩეველზე ორჯერ მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა. 

ენმ-ს წევრი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უცვლელია, უნდა ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები, ეს იყო და რჩება ოპოზიციური ერთობის მთავარ მოთხოვნად. 

''მინდა კიდევ ერთხელ ავუხსნა საზოგადოებას რასთან გვქონდა საქმე აჭარაში ე.წ. არჩევნების დროს. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის 25 000-ზე მეტი და  გამქრალი და დაკარგული ბიულეტენბის რაოდენობა კი არის  5637. რა მასშტაბთან გვაქვს საქმე ალბათ ყველა კარგად ხვდებით. მთლიანად აჭარაში არის ასეთი 49 უბანი, სადაც მოსული ამომრჩევლის რაოდენობა აღმოჩნდა უფრო ნაკლები, ვიდრე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების რაოდენობა. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა ცალსახად ითვალისწინებს  უბნის ბათილობას, თუმცა საოლქო კომისიებმა მიაგნეს გამოსავლის უმარტივეს გამოსავალს, ადგნენ და გააკეთეს შესწორების ოქმები და ბათილ ბიულეტენებს დააკლეს რაოდენობა და დააჯინეს ბალანსი. 

ერთი მარტივი ციფრი მინდა გაჩვენოთ. ელგუჯა ბაგრატიონს უთხრეს, რომ ქობულეთში არჩევნების მეორე ტური  არ იქნებაო, იცით რამდენი ხმით გადაწყვიტეს ეს ამბავი 22 ხმით გაიმარჯვა ცოტნე ანანიძემ არჩევნებში. ასე გამოგვიცხადა ქობულეთის საარჩევნო კომისიამ. მხოლოდ ელგუჯა ბაგრატიონთან  მაჟორიტარობის ნაწილში 1531 ბიულეტენი არ არის გაბათილებული 281  არის დაკარგული. 

ასევე ამოვიღეთ სპეც სიებიც. მაგალითად მეორე უბანში, სადაც იყო 7 ამომრჩეველი, შემაჯამებელი ციფრი არის 17. მესამე უბანზე ათი და ხმა მისცა 33-მა. 18-ე უბანში ასევე 10 და 48 მიიღო მონაწილეობა. ასეთი ბათუმში არის 23 უბანი. ამას ეძახის ''ქართული ოცნება'' არჩევნებს. ამიტომ ვითხოვთ გაბათილებას და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას'' - განაცხადა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე. 

მედიის წარმომადგენლებს გადასცეს ოქმის ასლები

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში