ბაგრატ მანველიძის დაკითხვა 12 წლის წინ ''საზღვაო ბანკის'' გაკოტრების საქმეზე

17 ოქტომბერი 2016, 00:00 3180 ნახვა

აჭარის ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე ბაგრატ მანველიძე სასამართლოზე "აკურას ღვინის ქარხნის" ჩამორთმევის საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხა. იგი აცხადებს, რომ 2004 წელს "საზღვაო ბანკის" გაკოტრების საქმეზე ადეიშვილის და მერაბიშვილის ხელმძღვანელობით თათბირი ჩატარდა. მოწმის თქმით მათ გასცეს ბრძანება, ყველანაირი ხერხით მომხდარიყო "საზღვაო ბანკის" მევალეებისგან თანხის ამოღება, იქნებოდა ეს ვადიანი თუ ვადაგადაცილებული სესხები, მათ შორის ქონების სახითაც. მერაბიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა ამ ჩვენებით არ იკვეთება. "აკურას ღვინის ქარხნის" მეპატრონეები სწორედ "საზღვაო ბანკის" კრედიტორები იყვნენ, რომელთაც პროკურატურის მტკიცებით, ქონება იძულებით დაათმობინეს სახელმწიფოს სასარგებლოდ.

ამავე კატეგორიაში