ჰარცელი: მივესალმებით პოლიტიკური ლიდერების მოწოდებებს დიალოგისკენ

11 ნოემბერი 2020, 11:41 920 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიესალმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგისკენ პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს. როგორც  კარლ ჰარცელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, აშშ და ევროკავშირი მზად არიან მხარდაჭერისთვის. ამასთან, ევროკავშირის ელჩი „სოციალურ ქსელში აზიარებს საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებას, რომელიც 7 ნოემბერს გავრცელდა. განცხადებში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში