ქართული ხილის ექსპორტი

11 ნოემბერი 2020, 11:45 981 ნახვა

გლობალური პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც რეგიონის ძირითადი სატრანზიტო ქვეყანა,  შეუფერხებლად ახორციელებს  საერთაშორისო საზღვაო  გადაზიდვებს  სხვადასხვა ქვეყნაში. ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლებს  შესაძლებლობა  აქვთ, როგორც გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტებზე   ,,ერთი ფანჯრის პრინციპით“  ისარგებლონ საბაჟო გაფორმების პროცედურებით და მიიღონ სხვადასხვა სახის წარმოშობის სერტიფიკატი.  წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატების  არსებობის შემთხვევაში, პროდუქცია იმპორტიორი ქვეყნების მიერ, საბაჟო გადასახადებისგან სრულად თავისუფლდება.  ბოლო 2 თვის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ,  სხვადასხვა პროდუქციაზე 7 804 წარმოშობის სერტიფიკატია გაცემული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში