შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცედურა პროტესტის ფონზე

11 ნოემბერი 2020, 16:13 1327 ნახვა

ბათუმის 79-ე ოლქში შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცედურა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. ისმოდა საყვირების ხმა. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები შედეგების შეჯამებას ამ ფორმით აპროტესტებენ.მათი თქმით, ეს შედეგები არ არის სწორი და ბათუმის რამდენიმე უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობასა და შედეგებს შორის დისბალანსია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში