აქციები საოლქო საარჩევნო კომისიებთან - დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დააკავეს

11 ნოემბერი 2020, 18:05 1181 ნახვა

თბილისში რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, კი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ გაზდელიანი დააკავეს, ის სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად ცდილობდა  საოლქოს შესასვლელთან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულების სტიკერების გაკვრას. სწორედ ამ ფაქტს მოყვა მისი დაკავება.

როგორც იცით დღეს კენჭი ეყარა  არჩევნების  საბოლოო  შედეგებს,- რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ. აქცია თითქმის ყველა საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში