საკმარისია თუ არა ოჯახის ექიმები?

11 ნოემბერი 2020, 18:03 1182 ნახვა

ოჯახის ექიმებთან  კონტაქტის პრობლემებზე საუბრობენ  მოქალაქეები  სოციალურ ქსელებში, მათი ნაწილი  წერს, რომ  ოჯახის ექიმთან დაკავშირებას  საათობით ან რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ. 

როგორც საოჯახო მედიცინის ცენტრში  გვითხრეს, ლოდინის რეჟიმი   ხანდახან მოიცავს 10 -12 საათსაც, თუმცა ბექა იოსელიანი ირწმუნება, რომ  ეს  მხოლოდ  იშვიათ შემთხვევაში  ხდება, მისივე ინფორმაციით,  ოჯახის ექიმების  რესურსის დეფიციტი  ამ ეტაპზე არ დგას და იმისთვის, რომ რეაგირება კიდევ უფრო მყისიერი გახდეს  მუდმივად მიმდინარეობს  ონლაინ კლინიკაში ჩართვისთვის  დამატებითი მედიკოსების გადამზადება.  

ამ დროისთვის ონლაინ კონსულტაციას  აჭარაში  3 800- მდე ადამიანს  40 ბრიგადა უწევს,  ბრიგადა ერთი ექიმისა და ერთი ექთნისგან შედგება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში