ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-3 სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა

11 ნოემბერი 2020, 22:12 8564 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია.

ინფორმაციას,  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს.

"დღეს დაახლოებით, 19:00 საათზე რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი. მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.

ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება",- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში