ჩვენი შეფასება იგივეა, არჩევნების შედეგები გაყალბდა და საჭიროა ახალი არჩევნები - ბადრი ჯაფარიძე

12 ნოემბერი 2020, 18:31 1136 ნახვა

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ელჩებთან შეხვედრაზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თავის პოზიცია დააფიქსირა.

„გადავეცით მოთხოვნები, გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები ერთმანეთს, ეს იყო დღევანდელი შეხვედრა. ჩვენი შეფასება იგივეა, არჩვენების შედეგები გაყალბდა და საჭიროა ახალი არჩევნები, რათა გამოვიდეთ კრიზისიდან. ოპოზიციის, პოზიცია ამაზე არის უცვლელი. ხელისუფლებას აქვს თავის შეფასებები, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი შეფასებებისგან.

გადავწყვიტეთ, რომ გვექნება შემდეგი შეხვედრაც. ჩვენ დამატებით შევთანხმდებით შემდგომი შეხვედრის დღეზე და დროზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში