ცესკოს სხდომაზე გოგორიშვილის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს 

13 ნოემბერი 2020, 19:15 1047 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე სიტყვიერად "ევროპული საქართველოს" წევრი ხათუნა გოგორიშვილი და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა რის მიხედვით აჯამებდა ცესკო პროპორციული არჩევნების შედეგებს.

თამარ ჟვანიამ ოპოზიციას 30 საჩივრის განხილვისთვის 20 წუთი მისცა, რაც "ევროპული საქართველოს" წევრებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. 

სხდომაზე გოგორიშვილის დარბაზიდან გაძევების საკითხს უყარეს კენჭი თუმცა მანდატურმა გოგორიშვილის გაყვანა სხდომიდან ვერ შეძლო. 

სხდომაზე ვითარების განმუხტვის მიზნით 10 წუთიანი შესვენება გამოცხადდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში