აქცია-პერფომანსი

14 ნოემბერი 2020, 12:15 1395 ნახვა

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა გუშინ ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე საჩივრების საბოლოო განხილვა.  საარჩევნო ადმინისტრაციამ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. 

მათ  ბარიკადებზე გააკრეს  სტიკერები წარწერებით- გაყალბებულია, სირცხვილია,  შემდეგ კი  ეს სტიკერები დაწვეს.  სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლებმა  ჩალაც მიიტანეს  და თქვეს, რომ  ეს არის სიმბოლური პროტესტის ფორმა, რადგან  ფიქრობენ, რომ  ქვეყანა ჩალით არის დახურული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში