მოლაპარაკებების მეორე რაუნდი

14 ნოემბერი 2020, 15:30 923 ნახვა

დიალოგი არ დასრულებულა და იქნება  კიდევ ერთი შეხვედრა, მხარეთა პოზიციები ისევ განსხვავებულია - ამ შედეგით დასრულდა  დღევანდელი აუდიენცია აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში  მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის . მოლაპარაკებათა მაგიდაზე როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ ახლა მხოლოდ ერთი საკითხი -ხელახალი არჩევნების ჩატარება დარჩა, რადგანაც ოპოზიციაში ამბობენ, რომ სხვა საკითხებზე მსჯელობას  პერსპექტივა აღარ აქვს. 

მიაჩნიათ, რომ  უბნების გადათვლისა და გასაჩივრების  საკითხის განხილვის შესაძლებლობა ცესკომ გუშინდელი სხდომით დახურა. ხელშესახები შედეგით დიალოგის დასრულებას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ხალხის პროტესტის გაგრძელებაში ხედავს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დიალოგის კარი ღიაა და მაქსიმალურად ცდილობენ   პოზიციების დაახლოებას. არჩილ თალაკვაძემ იმედიც გამოთქვა, რომ პოლიტიკური დიალოგი მეათე მოწვევის პარლამენტშიც გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში