დაპირისპირება უსკოს სხდომაზე- შემაჯამებელი ოქმი პროტესტის ფონზე მიიღეს

14 ნოემბერი 2020, 15:25 1249 ნახვა

ხმაური და პროტესტის ნიშნად დატოვებული სხდომა- უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ამ ვითარებაში შეაჯამა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები.  პარალელურად საპროტესტო აქცია იმართებოდა უსკოს შენობის გარეთ, რის გამოც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იძულებული გახდა შესვენება გამოეცხადებინა.

თუმცა ვითარება არც ამის შემდეგ შეცვლილა, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა უსკოს წევრებსა და ელგუჯა ბაგრატიონს შორის, რომელიც შენობაში სხდომის დასრულების შემდეგ შევიდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში