უსკო- კანონით დადგენილ ვადებში მანდატზე უარის შესახებ განცხადებით არავის მოუმართავს

14 ნოემბერი 2020, 15:00 659 ნახვა

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ  დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე, შესაბამისად მანდატებზე უარს ამბობენ. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გიორგი კირთაძე, რომლიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში,   აცხადებს, რომ პროცედურულ  საკითხებთან დაკავშირებით დეტალები   უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში  კი განმარტეს, რომ   კანონით დადგენილ  ვადებში მანდატზე  უარის თქმის შესახებ განცხადებით მათთვის არავის მიუმართავს, შესაბამისად კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი არჩევნების  მეორე ტურში, ბიულეტენებზე ამომრჩეველს მაინც დახვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში