კახა კალაძე -„ქართული ოცნება” არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს!

14 ნოემბერი 2020, 18:20 979 ნახვა

ოპოზიციის მიზანი არის დესტრუქცია და ისინი უარს ამბობენ იმ კონკრეტული უბნების გადათვლაზე, რომლებთან დაკავშირებითაც აქვთ პრეტენზიები - განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა.  კახი კალაძის თქმით,  კატეგორიულად გამორიცხავენ ხელახალ არჩევნებს.

ამასთან როგორც განმარტა, ოპოზიციამ მოლაპარაკებების დროს უარი თქვა  შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე, როგორც  კონკრეტული უბნების გადათვლაზე, ისევ  და ვიდეო ჩანაწერების ნახვაზეც. მმართველ გუნდშიც იმედი აქვთ, რომ პოზიცია შეიცვლება და დიალოგი ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში