დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

15 ნოემბერი 2020, 12:15 1256 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან და განცხადებებთან დაკავშირებით იკამათეს.   „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, ბარამიძემ აღნიშნა,  რომ პარტნიორმა პოლიტიკოსმა მისი პარტიის თავმჯდომარეზე არ უნდა თქვას, თავი დაგვანებოსო.  როგორც აღმოჩნდა, მას   არ მოეწონა პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ თუ სააკაშვილი ემსახურება უკრაინას, უნდა ემსახუროს, და "ჩვენ თავი დაგვანებოს". ამის შესახებ მან ფეისბუქზე პოსტი დაწერა.   

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიის თქმით, სააკაშვილის თემის წამოწევით ოპოზიციაში განხეთქილება ჩნდება. ცნობისთვის, ექს-პრეზიდენტმა თავისი ჩამოსვლა მორიგი ვიდეომიმართვის დროს კიდევ ერთხელ დააანონსა. ამჯერადაც ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში