არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნა დღეიდანაა შესაძლებელი

15 ნოემბერი 2020, 12:13 1308 ნახვა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე 6 დღე რჩება. ქვეყნის მასშტაბით 1 914  საარჩევნო უბანი გაიხსნება. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის კი 81 სპეციალური უბანი იქნება.

თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებსაც სურთ კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა ცესკოს საინფორმაციო ცენტრს უნდა მიმართონ, რისთვისაც სამდღიანი ვადა დააწესა  საარჩევნო ადმინისტრაციამ. გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით დღეს და ხვალ 10:00-დან 20:00 საათამდე უნდა დარეკოთ ნომერზე 2   51-00-51 , ხოლო 17 ნოემბერს  რეგისტრაციის დრო დილის ათი საათიდან 18:00 საათამდე განისაზღვრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში